ბანანის შტრუდელი
ბანანის შტრუდელი
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - 3 ს.კ
  • ბანანი - 2, დიდი ზომის
  • ფილოს ცომი - 10-12 ფურცელი
  • შოკოლადი - 50-60 გ
  • შაქრის პუდრი
მომზადების წესები
ფილოს ფურცლებს წაუსვით გამდნარი კარაქი ან ზეთი. დაალაგეთ ერთმანეთზე. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი შოკოლადი და შუაში დაადეთ ბანანები. კარგად გადაახვიეთ და შემოუკეცეთ გვერდები. ზემოდანაც გადაუსვით კარაქი.

შედგით გამოსაცხობად 180-200 გრადუსზე, 20-25 წუთი, სანამ ცომი არ დაიბრაწება.

ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

თუ ფილოს ცომს ვერ იშოვით, შეგიძლიათ ფენოვანი გამოიყენოთ, რომელსაც კარგად გააბრტყელებთ.