გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. წაუსვით კარაქი ოთხ პატარა კერამიკის ფორმას, დაახლოებით 180 მლ-იანს. მოაფრქვიეთ ცოტაოდენი შაქრის პუდრა.თასში ათქვიფეთ კვერცხი, დარჩენილი შაქარი, ყავა, მარილი. კარაქი და შოკოლადი გაადნეთ ერთად, ცოტა გააგრილეთ და შეურიეთ კვერცხიან მასას. დაამატეთ ფქვილი, კარგად ათქვიფეთ.ცომი გაანაწილეთ კერამიკის ფორმებში და გამოაცხეთ 10-11 წუთი.