ღვიძლის სასარგებლო სალათა
ღვიძლის სასარგებლო სალათა
დრო 15წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაიონეზი - უმჯობესია სახლში მომზადებული
  • მოხარშული სტაფილო - 4
  • მოხარშული კვერცხი - 5
  • მჟავე კიტრი - 8-10 ცალი
  • ღვიძლი - 350 გ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ღვიძლი მოხარშეთ და დაჭერით ჭხირებივით, მოგრძო ნაჭრებად.

კიტრი წვრილ კუბებად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ, კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ, ცილა მსხვილად გახეხეთ, გული წვრილად.

სალათა ააწყეთ ფენებად: ჯერ ღვიძლის ნახევარი, ზემოდან გადაუსვით მაიონეზის თხელი ფენა.
შემდეგ კიტრის და სტაფილოს ნაწილი, კვლავ მაიონეზი.
შემდეგ გაანაწილეთ ცილა+ მაიონეზი.
გაიმეორეთ ფენები თავიდან, ბოლოს მოაყარეთ გახეხილი კვერცხის გული.
მარილი და პილპილი გემოვნებით დაამატეთ.