სუპერ-ფუმფულა ცომი
სუპერ-ფუმფულა ცომი
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1 ს.კ
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • საფუარი - 1 პაკეტი (11 გ)
  • ზეთი - 1/2 ჭიქა
  • კეფირი - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 3 ჭიქა
მომზადების წესები
კეფირს დაამატეთ ზეთი და ცოტა შეათბეთ. დაამატეთ მარილი, შაქარი.

გაცრილ ფქვილს შეურიეთ საფუარი და ჩაამატეთ კეფირში. მოზილეთ ცომი. გადააფარეთ და 30 წუთი დადგით სითბოში. შემდეგ ჩაუდეთ ხომს სასურველი გულსართი და კიდევ ცოტა ხანს დატოვეთ ასაფუებლად. მანამდე კი ღუმელი გაახურეთ.
ცომს გადაუსვით კვერცხი და გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე.

ამ ცომით ბევრი რამის გამოცხობა შეიძლება: პიცის, ღვეზელების, ფუნთუშების (თუ ცომს დაამატებთ მეტ შაქარს, ვანილს და ცოტა გამდნარ კარაქს).

თუ მოგეჩვენათ, რომ 30 წუთი გასაფუებლად საკმარისი არ არის, ნუ ინერვიულებთ - ასეც უნდა იყოს, რადგან ცომი ცხობისას ფუვდება.


ტეგები:
ცომი კეფირი ნანახია: 95529