შოკოლადის ტორტი "ბავშვობს გემო"
შოკოლადის ტორტი "ბავშვობს გემო"
დრო 90წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • ვანილი
  • კაკაო - 1 ს.კ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 2 ს.კ
  • კვერცხი - 2
  • რძე - 2 ჭიქა
კრემი:
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • კაკაო - 2-3 ს.კ
  • კარაქი - 2 ს.კ
  • სოდა - 1.5 ჩ.კ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • თაფლი - 2 ს.კ
  • კვერცხი - 2
ცომი:
  • ნიგოზი - 150 გ
მინანქარი:
  • შავი შოკოლადი - 150 გ
  • რძე - 4 ს.კ
  • კარაქი - 3 ს.კ
მომზადების წესები
ცომისთვის შეურიეთ კვერცხი, თაფლი, სოდა და კარაქი. დადგით ორთლზე და ურიეთ სანამ კარგად არ გაიხსნება. დაამატეთ კაკაო და ათქვიფეთ. ბოლოს შეურიეთ ფქვილი.
ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და გაყავით რამდენიმე ნაწილად, იმის მიხედვით თუ რამხელა ფორმაში აცხობთ. თითოეული ნაწილი კარგად გააბრტყელეთ და აცხვეთ დაახლოებით 4 წუთი 180 გრადუსზე.

კრემისთვის შეურიეთ რძე, კვერცხი, ფქვილი და შაქარი, დადგით საშუალო ცეცხლზე და მოხარშეთ გამუდმებული მორევით. რომ წამოდუღდება ცეცხლი მინიმუმზე დაიყვანეთ. კრემი რომ კეფირის სისქისა გახდება, გადმოიღეთ, დაამატეთ ვანილი და კაკაო.
გაციებულ კრემს დაამატეთ კარაქი და ათქვიფეთ.

თითოეულ ფენას წაუსვით კრემი, შემდეგ მოაყარეთ ნიგოზი. ბოლო ფენას კრემი არ წაუსვათ.

მინანქრისთვის გაადნეთ შოკოლადი კარაქთან და რძესთან ერთად. მოასხით ტორტს ზემოდან.





ტეგები:
კაკაო შოკოლადი ნიგოზი ნანახია: 35578