დრო
0წთ
ულუფა
4
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ჟელე, სხვადასხვა ფერის - 2 პაკეტი
- ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 100 გ
- შაქარი - 100 გ
- კონსერვირებული ატამი - 200 გ
- არაჟანი - 500 გ
- ჟელატინი - 1 პაკეტი
მომზადების წესები
მოამზადეთ ორნაირი ჟელე ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად. შედეთ მაცივარში სანამ მთლიანად არ გამაგრდება.
ჟელატინს დაასხით 100 მლ წყალი , აფუების შემდეგ გავადნოთ დაბალ ცეცხლზე, არაჯანი და შაქარი ავთქვიფოთ და შევურიოთ ჟელატინი.
ატამი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, დავტეხოთ "პეჩენია". მზა ჟელეები ამოვიღოთ ფორმიდან (ფორმის ძირი 2 წამით ცხელ წყალში ჩადეთ), დავჭრათ კუბებად.
მოვამზადოთ დიდი სასალათე, რომელშიც ტორტს მოვამზადებთ.
არაჟანი ჩავასხათ სასალათეში, ჩავამატოთ დაჭრილი ინგრედიენტები, ფრთხილად ამოვურიოთ. ზემოდან თანაბრად დავალაგოთ მთლიანი ფხვიერი ნამცხვრები - ეს ტორტის ძირი იქნება.
შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათი.
გადმობრუნების დროს, ზემოდან დააფარეთ დიდი თეფში, სასალათის ძირი ჩადეთ ცხელ წყალში 20 წამით და გადმოაბრუნეთ.