სალათა ვაშლით და ნიახურით
სალათა ვაშლით და ნიახურით
დრო 10წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მწვანე ხახვი - 3 ღერი
  • ძმარი ბალზამიკო, შავი - 1-2 ს.კ
  • ნიგოზი, დაჭრილი - 2 ს.კ
  • ნიახურის ღერო - 1
  • ვაშლი - 2
  • მარილი
მომზადების წესები
ვაშლი ოთხად გავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი და კანიანად თხლად დავჭრათ.

ნიახური პატარა კუბებად დავჭრათ, მწვანე ხახვი – წვრილად.

დაჭრილი ვაშლი, ნიახური და ხახვი ავურიოთ, მოვასხათ ბალზამიკო, მოვაყაროთ მარილი და მომზადებისთანავე მივირთვათ.

ამ სალათისთვის გამოდგება არა ნიახურის ფოთლები, არამედ მისი მსხვილი ღეროები, რომელთა შეძენაც სუპერმარკეტებში შეგვიძლია.


ტეგები:
ვაშლი სალათა ნიახურის ღერო ნანახია: 3626