შოკოლადის მუსი ლიმონით
+ N/A
შოკოლადის მუსი ლიმონით
დრო 120წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
შოკოლადის მუსის ამ რეცეპტით მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს, შედარებით ნაკლებ დროსა და ინგრედიენტებს საჭიროებს.

ინგრედიენტები

  • რძე - 3 ს.კ
  • ლიმონის ცედრა - 1/2 ჩ.კ
  • შავი შოკოლადი - 100 გ
  • მარილი - მწიკვი
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • კვერცხის ცილა - 3
  • ცუკატები - მოსართავად
მომზადების წესები

კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან ერთად, ნელ-ნელა ვამატოთ შაქარი და ვთქვიფოთ, სანამ კარგი ბეზეს მასას არ მივიღებთ.

შოკოლადს დავასხათ რძე და გავადნოთ. ავურიოთ ლიმონის ცედრა და კონიაკი.

შოკოლადის მასა ოდნავ შევაგრილოთ და შევათქვიფოთ გათქვეფილ ცილას, შემდეგ კი მოვათავსოთ ფორმებში ან ფუჟერებში.

შოკოლადის მუსი მინიმუმ 1 საათით მაცივარში შევდგათ და მერე მივირთვათ.

დესერტი მოვრთოთ ლიმონის ცუკატებით.

ტეგები:
ლიმონი შოკოლადი მუსი ნანახია: 10018