შაქარი, კვერცხი, კარაქი და გამაფხვიერებელი ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ ფქვილი. ცომი გავანაწილოთ ფორმებში.მოვამზადოთ გულსართი: ხაჭო, კვერცხი, შაქარი და არაჟანი ავურიოთ, დავამატოთ ვანილი. მიღებული კრემი დავასხათ ცომს ზემოდან, დავალაგოთ ალუბლები.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 30 წუთი - როგორც კი ოქროსფერს მიღებს, მზადაა. კექსები რბილი, და ძალიან გემრიელი გამოდის.