ძალიან გემრიელი ნიგვზიანი ნამცხვარი
ძალიან გემრიელი ნიგვზიანი ნამცხვარი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიგოზი - 100 გ
  • რძე - 4 ს.კ
  • შაქარი - 4 ს.კ
  • კვერცხი - 1
  • კარაქი - 125 გ
  • მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა
  • ფქვილი - 3 ჭიქა
მომზადების წესები
შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ გამდნარი კარაქი და რძე. შემდეგ დავამატოთ ფქვილი. მიღებული ცომი 2-3 ნაწილად გავყოთ და და გავყინოთ.

გაყინული ცომი მსხვილად გავხეხოთ, გადავიტანოთ თხელ ფენად პერგამენტის ქაღალდზე და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთი.

გამომცხვარი ფხვიერი მასა შევურიოთ დაფქულ ნიგოზს და შესქელებულ რძეს.

ნამცხვარს შეგვიძლია მივცეთ სხვადასხვა ფორმა და ზომა. გავაფორმოთ ან მივირთვათ პირდაპირ.

ტეგები:
ნიგოზი შესქელებული რძე ნანახია: 141097