ქათმის ფანტასტიური პიცა
ქათმის ფანტასტიური პიცა
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
თუ აქამდე არ გიცდიათ  პიცა ქათმის ხორცით, ნამდვილად გირჩევთ, რომ მოსინჯოთ, უგემრიელესია!

ინგრედიენტები

  • ყველი მოცარელა - 200 გ
  • მოხარშული ქათმის ხორცი - 150-200 გ
  • პამიდვრის სოუსი
  • პიცის ცომი
  • ისპანახის ქორფა ფოთლები - 1 მუჭა
  • სოკო პორტობელო ან ქამა - 4-6 ცალი
მომზადების წესები
პიცის ცომის რეცეპტი იხილეთ ამ ბმულზე

პამიდვრის სოუსი პიცისთვის ამ ბმულზე გელოდებათ  

გააბრტყელეთ ცომი და გადაიტანეთ საცხობ ფურცელზე. წაუსვით პამიდვრის სოუსი. მოაყარეთ ბლომად ყველი. დაალაგეთ დაჭრილი ქათმის ხორცი, ისპანახის ფოთლები, დაჭრილი სოკო. ზემოდან ცოტა ყველი კიდევ მოაყარეთ.

შედგით მაქსიმუმზე გახურებულ ღუმელში, 10-15 წუთი, სანამ ყველი დადნება და ცომი მოიბრაწება.