სუპერ შოკოლადიანი ტორტი
სუპერ შოკოლადიანი ტორტი
დრო 120წთ
ულუფა 20
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

განაში:
  • კეფირი - 1.5 ჭ
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • სოდა - 1.5 ჩ.კ
  • კაკაო - 50 გ
  • ვანილი
  • კვერცხი - 4
  • ზეთი - 3/4 ჭ
  • ფქვილი - 2.5 ჭ
  • შაქარი - 300 გ
  • ყავა - 1.5 ჭ, ცხელი, ახალმოდუღებული
  • შავი შოკოლადი - 200 გ
ბისკვიტი:
  • შავი შოკოლადი - 400 გ
  • ნაღები 35 % - 2 ჭ
მომზადების წესები
ღუმელი გაახურეთ 160 გრადუსზე.

შოკოლადი დატეხეთ და ჩაყარეთ ჯამში, დაასხით ცხელი ყავა, მოურიეთ, სანამ შოკოლადი არ გადნება.

ცალკე ათქვიფეთ კვერცხები გათეთრებამდე, დაამატეთ შაქარი, ზეთი, ვანილი და გამდნარი შოკოლადი. შემდეგ დაამატეთ კეფირი.

ცალკე ჯამში შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, სოდა, კაკაო და მარილი. შემდეგ შეურიეთ შოკოლადიან-კვერცხიან მასას.
საშუალო ზომის ფორმას (24*24) ჩააფინეთ ქაღალდი და წაუსვით ცხიმი. ჩაასხიტ ცომი და აცხეთ 30-40 წუთი. შეამოწმეთ ხის ჩხირით, თუ მშრალად ამოვიდა- მზადაა. 10 წუთი ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ ამოიღეთ და ბოლომდე გააციეთ.

სანამ ბისკვიტი ცხვება, მოამზადეთ განაში:  გააცხელეთ ნაღები და დაასხით დამტვრეულ შოკოლადს. ურიეთ, რომ კარგად გადნეს და ერთგვაროვან მასად იქცეს. გააციეთ ოტახის ტემპერატურაზე, პერიოდულად მოურიეთ.

ბისკვიტი გაჭერით სამად, წაუსვით განაში ფენებს შუა, გარშემო და ზემოდან.