ზამთრის სუპ-გულიაში
ზამთრის სუპ-გულიაში
დრო 80წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნიორი - 2 კბილი
სანელებლები
  • მარილი და პილპილი
  • კარტოფილი - 3-4
  • მწარე წითელი წიწაკა - 1 ცალი ან ნახევარი
  • ბულიონი ან წყალი - 1 ლ
  • ძმარი - 2 ს.კ
  • ფქვილი - 2 ს.კ
  • ხახვი - 3-4 თავი
  • ოხრახუშის ღერები - 1 კონა (ფოთლების გარეშე)
  • ტომატის პიურე - 50 გ
  • ბეკონი ან სალა - 60-70 გ
  • საქონლის რბილი ხორცი - 500 გ
  • დაფნის ფოთოლი - 1
  • კვლიავი - 1/2 ჩ.კ
  • ხმელი ორეგანო - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
სანელებლები გამოვკრათ მარლაში.
ხორცი დავჭრათ კუბებად. საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ ბეკონი, სანამ ცხიმს არ გაუშვებს და ხრაშუნა არ გახდება. დავამატოთ დაჭრილი ხორცი და მოვბრაწოთ ამ ცხიმში 3-4 წუთი. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ხახვი, დავაფაროთ ქვაბს და ვშუშოთ სანამ ხახვი დარბილდება.

დავამატოთ ძმარი, ცეცხლს ავუწიოთ და წამოვადუღოთ, სითხე რომ ამოშრება, ცეცხლს დავუწიოთ და დავამატოთ ფქვილი, კარგად ავურიოთ, ვშუშოთ 1 წუთი . შემდეგ დავამატოთ წიწაკა, ტომატის პიურე, ბულიონი ან წყალი და მარლაში გამოკრული სუნელები.

ვხარშოთ სანამ ხორცი დარბილდება, შემდეგ ჩავამატოთ პატარა კუბებად დაჭრილი კარტოფილი და გავაგრძელოთ ხარშვა კიდევ 15-20 წუთი, კარტოფილის დარბილებამდე. ბოლოს მარლა ამოვიღოთ.

მარილი და პილპილი გემოვნებით დავამატოთ. გადმოვიღოთ ჯამებში და მოვაყაროთ მწვანილი