"ზებრა" - ყველასათვის საყვარელი ნამცხვარი
"ზებრა" - ყველასათვის საყვარელი ნამცხვარი
დრო 60წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 2 ჭ +2 ს.კ
  • შაქარი - 250 გ
  • გამდნარი კარაქი - 200 გ
  • კაკაო - 2 ს.კ
  • კვერცხი - 5
  • მარილი
  • არაჟანი - 200 გ
მომზადების წესები
კვერცხი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, სანამ თეთრი ქაფივით არ გახდება. დავამატოთ არაჟანი და სოდა. შემდეგ გაცრილი ფქვილი, მწიკვი მარილი, ბოლოს კი გამდნარი კარაქი.

ცომი ორ ნაწილად გავყოთ. ერთში კიდევ 2 ს.კ ფქვილი დავამატოთ, მეორეში კი ამდენივე კაკაო. კარგად ავურიოთ ორივე მატგანი.

26-28 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ კარაქი. დავიწყოთ ცომის ჩასხმა ცენტრში - მონაცვლეობით ვასხამთ 2-2ს.კ თეთრ და შავ ცომს. არ ავურიოთ.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გაგრილებულ ნამცხვარს თავზე მოვასხათ გამდნარი შოკოლადი ან პუდრა მოვაყაროთ

ტეგები:
კექსი კაკაო არაჟანი ნანახია: 177439