კარაქი ან მარგარინი შაქართან ერთად ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ კვერცხი და არაჟანი, შემდეგ ფქვილი და სოდა. შეგიძლიათ დაამატოთ ვანილი, დარიჩინი ან კარდამონიც. ცომი ელასტიური უნდა იყოს. შევდოთ 1 საათი მაცივარში. ვაშლი დავჭრათ და 50 გ შაქართან და 1 ჩ.კ კარაქთან ერთად მოვშუშოთ 5-6 წუთი მაღალ ცეცხლზე, ისე რომ გამოშვებული სითხე აორთქლდეს. დავამატოთ 1 ს.კ კონიაკი, ბრენდი ან რომი. შეგვიძლია ქიშმიში და ნიგოზიც დავამატოთ. შემდეგ გავყოთ ცომი ორ ნაწილად, ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ საშუალო ფორმაში, ამოვუყვანოთ გვერდებიც. დავამატოთ ვაშლი და ზემოდან დავახეხოთ დარჩენილი ცომი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.