დრო
0წთ
ულუფა
10
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- შოკოლადი - 230 გ
- ვანილი
- ფქვილი - 3 ს.კ
- გამდნარი კარაქი - 3 ს.კ
- შაქარი - 1 ჭიქა
- კრემ-ყველი - 230 გ
- ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია"), შოკოლადის - 120 გ
- არაჟანი - 1 ჭიქა
- კვერცხი - 3
მომზადების წესები
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. 22 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ კარაქი. დაფხვნილი ნამცხვარი, გამდნარი კარაქი და 3 ს.კ შაქარი აურიეთ, შემდეგ კი ჩატკეპნეთ ფორმის ძირში.
მიქსერით ათქვიფეთ კრემ-ყველი, დარჩენილი შაქარი და ვანილი სანამ ფაფუკ კრემს არ მიიღებთ. დაამატეთ ფქვილი, აურიეთ, შემდეგ კი გამდნარი შოკოლადი დაამატეთ არაჟანთან ერთად. ბოლოს, სათითაოდ ჩაამატეთ კვერცხები, თან განაგრძეთ თქვეფა საშუალო სიჩქარეზე. დაასხით ეს მასა ფორმაში და გამოაცხეთ 60-70 წუთი, სანამ ჩიზქეიქი ცენტრში არ შესქელდება.
ბასრი დანა შემოუტარეთ გვერდებზე, მაგრამ ნუ ამოიღებთ სანამ არ გაცივდება. მირთმევამდე შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათი ან უმჯობესია მთელი ღამით.