ქოქოსის პირამიდები შოკოლადით
ქოქოსის პირამიდები შოკოლადით
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • მარილი - 1/4 ჩ.კ
  • კვერცხის ცილა - 2
  • შაქარი - 3/4 ჭიქა
  • ქოქოსის ფანტელი - 2.5 ჭ
  • შოკოლადი - 60 გ
  • კარაქი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
გავახუროთ ღუმელი 175 გრადუსზე.

ჯამში ავურიოთ ქოქოსის ფანტელი, მარილი, შაქარი, მსუბუქად ატქვეფილი კვერცხის ცილა და ვანილი.

ავიღოთ პატარა გუნდები, მივცეტ პირამიდის ფორმა და დავალაგოთ ქაღალდაფენილ ტაფაზე. შეგვიძლია საკონდიტრო შპრიცით დავსვათ პირამიდები.

გამოვაცხოთ 10-14 წუთი. ფრთხილად ვიყოთ რომ არ დაიწვას, მხოლოდ მსუბუქად უნდა შეიფეროს. შევაგრილოთ ფორმაშივე და შემდეგ ავიღოთ.

ბოლომდე რომ გაცივდება, გავადნოთ შოკოლადი და კარაქი. პირამიდები ამოვავლოთ შოკოლადში ან ზემოდან მოვასხათ.