კვერცხი, რძე, მარილი, ავთქვიფოთ, დავამატოთ გამდანრი კარაქი და ფქვილი. გამოვაცხოთ ბლინები გაცხელებულ ტაფაში. სასურველია დიდი ტაფა, რათა ბლინებიც მოზრდილი გამოვიდეს.მოვამზადოთ გულსართი: დაჭრილი სოკო და ხახვი მოვშუშოთ. დავამატოთ ფარში, დაფნა, დავახუროთ თავზე და ვშუშოთ. პერიოდულად ამოვურიოთ. სითხეს რომ დაიშრობს, დავამატოთ მარილი, პილპილი, ნიორი.ბლინებს დავადოთ ფარში, რულეტივით გადავახვიოთ, დავჭრათ და ჩავალაგოთ ცხიმწასმულ ფორმაში. დავაყაროთ გახეხილი ყველი.შევდოთ გახურებულ ღუმელში, 180-200 გრადუსზე 7-10 წუთი, სანამ ყველი დადნება.*ბლინების ნაცვლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ ლავაშები