მოზრდილ ქვაბში ჩაასხით ცოტა წყალი და აადუღეთ. კომბოსტოს ამოაჭერით მურკი (უხეში ნაწილი ღეროს მხრიდან) და ჩადეთ ადუღებულ წყალში მოსაწალად. რამდენიმე წუთში ორკაპას, ქაფქირის ან ჩანგლის დახმარებით ამოიღეთ, დარბილებული ფოთლები შემოაცალეთ ფრტხილად, უმი ნაწილი ჩააბრუნეთ კვლავ წყალში დასარბილებლად.მოწალულ ფოთლებს ააჭერით უხეში, მსხვილი ნაწილი.ფარშს დაამატეთ გატარებული ხახვი და ნიორი, მწვანილი, წიწაკა, მარილი, ბრინჯი (შეგიძლიათ წინასწარ მოხარშოთ კიდეც სანახევროდ), ტომატი (სეზონზე გახეხილი პამიდორი), კარგად აურიეთ, დაამატეთ წყალი, რომ ფარში ცოტა გათხელდეს და კარგი წვნიანი იყოს.ფოთოლს დაადეთ ფარში, გადაახვიეთ, შეუკეცეთ გვერდები. ჩაალაგეთ ქვაბში მჭიდროდ. ალაგ ალაგ ჩააყოლეთ დაფნის ფოთოლი. ერთ ჭიქა წყალში გახსენით ტომატი და დაასხით ტოლმას. ზემოდან დაადეთ ამობრუნებული თეფში, ქვაბის ზომაზე ცოტა პატარა. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 40 წუთი, თავდახურული.*კომბოსტოს შუაგულში მდებარე ძალიან პატარა ფოთლებისგან ტოლმის გაკეთება აღარ ღირს. ეს ნაწილი შეგიძლიათ კომბოსტოს ფხალში გამოიყენოთ.