ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, დაამატეთ კვერცხი, შემდეგ კეფირი, სოდა+ ლიმონის წვენი. დააცერით ფქვილი და კაკაოგადაიტანეთ ცხიმწასმულ საშუალო ზომის ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე. მზაობა გასინჯეთ ხის ჩხირით: თუ მშრალი ამოვიდა ე.ი. გამომცხვარია.გააციეტ ბისკვიტი და გაჭერით 2-ად ან 3-ად, იმის მიხედვით, თუ რა ზომის ფორმაში გამოაცხეთ და რა სიმაღლე აქვს.კრემად გამოიყენეთ შოკოლადის განაში ან სხვა ნებისმიერი სასურველი კრემი, შოკოლადით ან მის გარეშე.განაშისთვის 400 მლ ცხიმიანი ნაღები გააცხელეთ და ჩაადნეთ 300 გ შავი შოკოლადი. გააციეთ, თუ ძალიან თხელია, მაცივარში შედგით ცოტა ხნით. წაუსვით კრემი ტორტის ფენებს, ზემოდან კი მორთეთ შოკოლადის ფანტელით ან ხილით