იოგურტის მარტივი ტორტი ცხობის გარეშე
იოგურტის მარტივი ტორტი ცხობის გარეშე
დრო 0წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 1/2 ჭ
  • ჟელატინი - 4 ს.კ
  • ლიმონის წვენი - 1 ს.კ
  • შაქარი - 50 გ
  • იოგურტი - 500 გ
  • ბანანი - 2
  • კივი - 4
  • დარბილებული კარაქი - 80 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 200 გ
მოსართავად:
  • კივი - 2
  • ნუშის ფირფიტები
მომზადების წესები
ნამცხვარი დავფხვნათ და დარბილებულ კარაქში ავურიოთ. გადავიტანოთ ფორმაში და ჩავტკეპნოთ. გავაციოთ მაცივარში 30 წუთით.

ჟელატინს დავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი და დავალბოთ.

4 კივი გავთალოთ და კუბებად დავჭრათ. დავამატოთ შაქარი და ლიმონის წვენი. 2-3 წუთით დავდგათ დაბალ ცეცხლზე რომ კივიმ წვენი გამოუშვას.

ჟელატინი გავადნოთ და ჩავამატოთ იოგურტში, დავამატოთ კივიც.

ფორმაში, ბისკვიტზე დავალაგოთ დაჭრილი ბანანი და დავასხატ იოგურტის კრემი. შევდოთ მაცივარში, სანამ კრემი არ გამაგრდება.

მზა ტორტი ფორმიდან ამოვიღოთ, ზემოდან მოვრთოთ კივის ნაჭრებიტ და მოხალული ნუშის ფირფიტებით.