ექსპრეს ცომი 20 წუთში
ექსპრეს ცომი 20 წუთში
დრო 25წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეთი - 6 ს.კ
  • რძე - 250 გ
  • კვერცხი - 1
  • შაქარი - 2 ს.კ
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • საფუარი - 1 შეკვრა (11 გ)
  • ფქვილი - 500 გ დაახლოებით
მომზადების წესები
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. დავიწყოთ ცომის მომზადება.

თასში ყველაფერი ერთად ჩავყაროთ და ავურიოთ: კვერცხი, მარილი, შაქარი, საფუარი, თბილი რძე. დავამატოთ 400 გ ფქვილი. დარჩენილი ფქვილი ნელ-ნელა შევაზილოთ, შესაძლოა ამდენი არც დასჭირდეს. ბოლოს შევაზელთ ზეთს.  ცომი რბილი, ელასტიური უნდა იყოს და კედლებს ადვილად სცილდებოდეს.

ცომის თასს გადავაფაროთ ცელოფანი, შევახვიოთ პირსახოცში. გამოვრთოთ ღუმელი და გამორთულში შევდოთ ცომის თასი 20-25 წუთით.

გამოვიღოთ ცომი. ის უკვე მზადაა მოხმარებისთვის: თბილი, ელასტიური, ნაზი და აფუებულია.

ცომს ნეიტრალური გემო აქვს, ამიტომ შეგვიძლია ნებისმიერი გულსართი ჩავუდოთ, ტკბილიც და მარილიანიც, გამოვაცხოთ სხვადასხვა ღვეზელი, ფუნთუშა, გავახვიოთ სოსისი და ა.შ.

ცხვება 180 გრადუსზე. დრო დამოკიდებულია გამოსაცხობი პროდუქტის ზომაზე.

ტეგები:
ღვეზელი ცომი რძე ნანახია: 178383