შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით, დავამატოთ ვანილი, კეფირი, სოდა ლიმონის წვენით. შემდეგ დავამატოთ გაცრილი ფქვილი და მწიკვი მარილი. დელიკატურად და ფრთხილად ავურიოთ.. კარგი ოლადებისთვის მნიშვნელოვანია ტაფის ტემპერატურა. ის საშუალო ცეცხლზე უნდა გააცხელოთ. რაც უფრო კარგი ზედაპირი აქვს ტაფას, მით ნაკლები ზეთი დასჭირდება. დავასხათ თითო კოვზი ცომი, როცა ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდება, გადავაბრუნოთ მეორე მხარეს.