ტორტი "ციყვი" -გემრიელი და ფუმფულა
ტორტი "ციყვი" -გემრიელი და ფუმფულა
დრო 90წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შესქელებული რძე - 1 ქილა
კრემი:
  • არაჟანი - 70 გ
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • კარაქი - 200 გ
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 3
  • ნიგოზი - 1.5 ჭიქა
ცომი:
  • დარბილებული კარაქი - 200 გ
  • არაჟანი - 2 ს.კ
მოსართავად:
  • მოხალული ნიგოზი
მომზადების წესები

ნიგოზი ცომისთვის მსუბუქად მოვხალოთ ტაფაზე, გავაგრილოთ და დავფქვათ.

კვერცხი და შაქარი მიქსერით ავთქვიფოთ, დავამატოთ არაჟანი და გამდნარი, გაგრილებული კარაქი. ავურიოთ.
ფქვილს შევურიოთ სოდა და ნიგოზთან ერთად ჩავამატოთ კვერცხიან მასაში.
საცხობ ფორმას (20-22 სმ დიამტრით) ჩავაფინოთ ქაღალდი. ჩავდოთ 3-4 სავსე სუფრის კოვზი ცომი და გავაბრტყელოთ. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 15-20 წუთი, უნდა მიიღოს მსუბუქი ოქროსფერი. გამოდის დაახლოებით 5-6 ფირფიტა.

დარბილებული კარაქი შესქელებულ რძესთან ერთად ავთქვიფოთ, დავამატოთ არაჟანი. წავუსვათ ყველა ფირფიტას, გარედან კი მოვრთოთ მოხალული ნიგოზით

შევდოთ მაცივარში რამდენიმე საათით, რომ კრემი კარგად გაუჯდეს.