მოვხარშოთ კარტოფილი კანიანად. სანამ იხარშება, მოვამზადოთ ნივრიანი კარაქი: დარბილებულ კარაქს დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ყველი, არაჟანი და პილპილი. თუ საჭიროა მარილიც. კარტოფილი გავჭრათ შუაზე, წავუსვათ კარაქი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი.