ქვაბში ცხიმში დავბრაწოთ ხორცის ნაჭრები. დავამატოთ ჩხირებად დაჭრილი სტაფილო და გარგრის ჩირი. ვშუშოთ ცოტა ხანს. დავამატოთ მარილი, პილპილი, ძირა.გრძელი ბრინჯი კარგად გავრეცხოთ, გადავწუროთ, დავაყაროთ ხორცს. დავასხათ 2 ჭიქა წყალი, დავახუროთ და წამოვადუღოთ. შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და ვხარშოთ სითხის დაშრობამდე.