ოსპის სუპი ძეხვებით
ოსპის სუპი ძეხვებით
დრო 50წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წითელი ოსპი - 200 გ
  • პამიდორი საკუთარ წვენში - 400 გ
  • სტაფილო - 1
  • მონადირის ძეხვი - 200 გ
  • ნიახურის ღერო - 1
  • ხახვი - 1-2 თავი
  • ნიორი - 2 კბილი
  • მწვანილი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ხახვი, სტაფილო და ნიახურის ღერო დავჭრათ კუბებად, მოვშუშოთ ქვაბში 5 წუთით. დავამატოთ დაჭრილი მონადირის ძეხვები და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ.

ჩავამატოთ ტომატი და ნიორი, ორიოდე წუთში დავამატოთ გარეცხილი ოსპი.  შემდეგ დავამატოთ 4 ჭიქა მდუღარე წყალი და 30 წუთი ვხარშოთ.

სუპი მზადაა.