ზამთრის კექსი თაფლით
ზამთრის კექსი თაფლით
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დარიჩინი - 1/2 ჩ.კ
  • რძე - 2 ს.კ
  • ლიმონი - 1
  • კარაქი - 50 გ
  • თაფლი - 200 გ
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • კვერცხი - 2
  • ფქვილი - 220 გ
  • მუსკატის კაკალი - დანის წვერით
  • ჯანჯაფილი, დაფქული - დანის წვერით
მომზადების წესები
ქვაბში მოათავსეთ ტაფლი, კარაქი, ლიმონის ცედრა და წვენი. გაათბეთ ისე რომ კარაქი გადნეს. კარგად აურიეთ.

ცალკე ავურიოთ გაცრილი ფქვილი, მარილი, სოდა, სანელებლები. დავასხათ თაფლი და ავურიოთ.
შემდეგ კვერცხი და რძე შევათქვიფოთ. მიღებული ცომი კარაქწასმულ ფორმაში ჩავასხათ და 160 გრადუსზე 40-45 წუთი ვაცხოთ.

მზა კექსი კარგად ინახება და მეორე-მესამე დღეს კიდევ უფრო გემრიელი ხდება.
ტეგები:
კექსი დარიჩინი ჯანჯაფილი თაფლი ნანახია: 12787