ქათმის ხორცს მოვაცილოთ ძვლები და კანი, დავჭრათ კუბიკებად. დავალაგოთ თეფშზე ან სასალათეში პირველ ფენად. გადავუსვათ მაიონეზის თხელი ფენა და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი. მეორე ფენად მოვაყაროთ დაკონსერვებული სიმინდი და კვლავ მაიონეზის თხელი ფენა.მესამე ფენა - კუბებად დაჭრილი პამიდორი იქნება, რომელსაც ასევე მაიონეზის თხელ ფენას გადავუსვამთ. ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი კვერცხი, შემდეგ გახეხილი ყველი.მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით, მწვანე ხახვით და კიტრით