სუპერ-ნაზი და ნოტიო შოკოლადის ნამცხვარი
სუპერ-ნაზი და ნოტიო შოკოლადის ნამცხვარი
დრო 50წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ლიმონის წვენი - 1 ს.კ
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • წყალი - 1 ჭიქა
  • ზეთი - 1/4 ჭიქა
  • მარილი - მწიკვი
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კაკაო - 3 ს.კ
  • ფქვილი - 1.5 ჭიქა
  • ხსნადი ყავა - 1/2 ჩ.კ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

გამოსაცხობ ფორმას ჩააფინეთ ქაღალდი. მოუსვით ცხიმი.

შეურიეთ ფქვილი, მარილი, კაკაო და სოდა. ცალკე ათქვიფეთ ზეთი, შაქარი, წყალი, ლიმონის წვენი და ყავა. მთლიანად რომ შეერევა, დაამატეთ ფქვილის ნარევი.
მიღებული ცომი ჩაასხით ფორმაში და აცხეთ 35-40 წუთი. ბოლომდე რომ გაცივდება, დაჭერით.

თავზე შეგიძლიათ მოასხათ გამდნარი შოკოლადი ან წაუსვათ ნებისმიერი კრემი.