გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე. მოამზადეთ 20 სმ დიამეტრის ფორმა: შიგნით ჩააფინეთ ქაღალდი, გარედან კი შემოაკარით ფოლგა. შეურიეთ ერთმანეთს კრემ-ყველი, კარაქი და რძე. დადგით ორთქლის აბაზანაზე, თან ურიეთ. ერთგვაროვანი რომ გახდება, გააგრილეთ და დაამატეთ ფქვილი, სახამებელი, მწიკვი მარილი და კვერცხის გულები. ცილა შაქართან ერთად ათქვიფეთ და ფრთხილად შეურიეთ ცომს. გადაიტანეთ ცომი ფორმაში, შემდეგ ეს ფორმა ჩადგით უფრო დიდ ჭურჭელში, სადაც წყალია ასხია . აცხეთ 70-80 წუთი, შემდეგ ღუმელი გამორთეთ და 1 საათი დატოვეთ კარგამოღებული. შემდეგ ჩიზქეიქი გამოიღეთ და ბოლომდე გააციეთ. მორთეთ ათქვეფილი ნაღებით ან ხილით.