ნაზი და არომატული ქათამი ბოსტნეულით
ნაზი და არომატული ქათამი ბოსტნეულით
დრო 120წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხმელი ორეგანო - 1 ჩ.კ
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • კეფირი - 500 მლ
  • პამიდორი ჩერი - 5-7
  • კარტოფილი - 1 კგ
  • ქათამი - 1
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
კეფირს დაამატეთ დაჭრილი ნიორი, სუნელები, მარილი, პილპილი. ჩაალაგეთ ქათმის ნაჭრები ამ მარინადში, მინიმუმ 30-40 წუთი.

კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ, გადავიტანოთ ღუმელის ფორმაში, მოვასხათ ზეთი, ამოვურიოთ, მოვაყაროთ მარილი, სუნელები, პილპილი. დავამატოთ გაჭრილი პამიდვრები.

ზემოდან დავალაგოთ ქათმის ნაჭრები და მოვასხათ მარინადი.
შევწვათ 200 გრადუსზე, 40 წუთი.