ფანტასტიური ცომი ღვეზელებისთვის
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საფუარი - 1 ჩ.კ (სწრაფადმოქმედი)
  • რძე - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 3.5 ჭიქა
  • შაქარი - 1 ს.კ
  • დარბილებული კარაქი - 200 გ
  • მარილი
მომზადების წესები
თბილი რძის ჭიქაში გავხსნათ შაქარი და საფუარი. დავდგათ 15 წუთი.

ფქვილი გავცრათ, დავამატოთ მარილი, დარბილებული კარაქი და ხელით ავსრისოთ. შემდეგ დავასხათ საფუვრიანი რძე და მოვზილოთ ცომი. თავიდან თხელი მოგვეჩვენება, მაგრამ რამდენიმე წამში დაიწყებს ჯამის კედლებიდან მოცილებას და იქცევა რბილ, მაგრამ მკვრივ, ელასტიურ ცომის გუნდად. გადავაფაროთ ცომს თავზე ცელოფანი და ვაცალოთ ამოფუება.

გამოცხობის შემდეგ ცომი ძალიან ფუმფულა, ნასვრეტებიანი, საოცრად გემრიელია. შეგვიძლია ჩავუდოთ ნებისმიერი გულსართი.


ტეგები:
ცომი ნანახია: 69117