ლავაში სიგანეზე დავჭრათ ლენტებად. 1 ლავაშიდან დაახლოებით 4-5 ლენტა გამოვა, სიგანეს გააჩნია. თითოეულზე დავდოთ ყველის ნაჭერი და გადავახვიოთ. კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ მარილი და სხვა სასურველი სანელებელი. ამოვავლოთ ლავაშები და შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.