ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ. ცომი გააბრტყელეთ 2 მმ სისქეზე და გაჭერით 4 თანაბარ კვადრატად. გამოაცხეთ ქაღალდაფენილ ფორმაში, დაახლოებით 10 წუთი. ცივი ნაღები ათქვიფეთ სქელის არაჟნის კონსისტენციამდე. შემდეგ, თქვეფის შეუჩერებლად, ნელ-ნელა ამატეთ შესქელებული რძე. თითოეულ ფენას წაუსვით კრემი და დაალაგეთ კენკრა. თუ დაგრჩათ ცომის ნაწილები, გამოაცხეთ, დაფხვენით და მოაყარეთ ზემოდან. დადეთ ტორტი მაცივარში რამდენიმე საათით, რომ კარგად გაიჟღინთოს კრემით და ხილის არომატით