ფარშირებული სოკო ყველით
ფარშირებული სოკო ყველით
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ხახვი - 1-2 თავი
  • ქამა სოკო, დიდი ზომის - 500 გ
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • სულგუნი
მომზადების წესები
სოკო ქარეცხეთ და გაამშრალეთ, მოაცილეთ ძირები.

წვრილად დაჭერით სოკოს ძირები, ხახვი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაამატეთ დარბილებული კარაქი და აურიეთ.

ამოავსეთ სოკოს ქუდები, ზემოდან დაადეთ სულგუნის ნაჭრები და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთი.

უგემრიელესია!
ტეგები:
სოკო ყველი ნანახია: 55166