კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, გავფცქვნათ და გავაკეთოთ პიურე. დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, ყველი, დაჭრილი ლორი და მოხარშული კვერცხი. ხახვი მოვშუშოთ, დავამატოთ პიურეს. შემდეგ დავამატოთ უმი კვერცხი, მარილი და პილპილი. კარგად ავურიოთ, გავაკეთოთ კატლეტები და ამოვავალოთ საფანელში. შევწვათ ზეთში, ტაფაზე.