სიყვარულის კექსი
სიყვარულის კექსი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

მომზადების წესები
ამ კექსის გამოცხობა სინამდვილეში ძალიან ადვილია!   საიდუმლო კი შემდეგში მდგომარეობს: კექსის ცომი უნდა გაყოთ ორ ნაწილად. ერთ ნაწილს უნდა დაამატოთ კულინარიული საღებავი, ხოლო მეორე დატოვოთ ჩვეულებრივ. ფერები თავად შეგიძლიათ აირჩიოთ, ან სულაც კაკაოთი შეაფერდოთ და თეთრ კექსში შოკოლადის გული გამოჩნდება.

ჯერ ცხვება შეფერადებული კექსი. გაციების შემდეგ კექსი დაჭერით ნაჭრებად და გულის ფორმის საჭრელით ამოჭერით. მიღებული გულები ხელახლა ჩაალაგეთ ფორმაში ვერტიკალურად, მჭიდროდ, ერთმანეთს რომ კარგად ეხებოდეს და ზემოდან დაასხით მეორე, ღია ფერის ცომი. გამოაცხეთ ხელახლა. გაციევბის შემდეგ დაჭერით.

გულის ნაცვლად შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა ფორმა გამოიყენოთ, სხვადასხვა დღის ან მოვლენის აღსანიშნავად.

კექსის ცომის  რეცეპტის სანახავად, დააწკაპუნეთ აქ, ან გამოიყენეთ ნამცხვარ "ზებრას" რეცეპტი ( იხილეთ აქ) , სადაც კაკაოს ცომით გააკეთებთ გულს, ან შეცვლით სხვა ფერის საღებავით.

მომზადების ტექნიკურ ნაწილს გაეცანით ფოტოზე ზემოთ
ტეგები:
კექსი ნანახია: 14736