ცხარე სკუმბრია კარტოფილით
ცხარე სკუმბრია კარტოფილით
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ძირა - 1/4 ჩ.კ
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • მწარე წიწაკა - 1-2
  • ლიმონი - 1
  • კარტოფილი - 1.2 კგ
  • სკუმბრია - 1.5 კგ
  • ხმელი ქინძი, დაფქული - 1/4 ჩ.კ
  • ზეთი - 4 ს.კ
  • მარილი
მომზადების წესები
კარტოფილი საშუალო ზომაზე დავჭრათ და მარილიან წყალში სანახევროდ მოვხარშოთ.

წიწაკას თესლი ამოვაცალოთ, ნიორთან, სუნელებთან და 2 ს.კ ზეთთან ერთად ბლენდერში დავაქუცმაცოთ. თევზს მოვაყაროთ მარილი და წავუსვათ ეს ცხარე ნარევი. ჩავდოთ თევზი ღუმელის ფორმაში, გარშემო შემოვუწყოთ კარტოფილი და დაჭრილი ლიმონი, მოვასხათ დარჩენილი ზეთი.

შევწვათ 200 გრადუსზე20-30 წუთი. მზა თევზს ლიმონის წვენი მოვასხათ.