უგემრიელესი ფუნთუშები
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გამდნარი კარაქი - 4-5 ს.კ
  • კვერცხის გული - 4
  • კვერცხი - 1
  • მარილი
  • ვანილი
  • შაქარი - 3 ს.კ
  • ფქვილი - 500 გ
  • საფუარი ნედლი - 50 გ
  • რძე - 250 მლ
  • არაყი - 2 ს.კ
  • ზეთი შესაწვავად
  • ჯემი
მომზადების წესები
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, 1 კოვზი ფქვილი და ამდენივე შაქარი. ავურიოთ და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად.
1 კვერცხი და 4 გული მიქსერით ავთქვიფოთ დარჩენილ 2 კოვზ შაქართან ერთად, სანამ წელვად ჰაეროვან მასას არ მივიღებთ.
ფქვილი გავცრათ, დავამატოთ ვანილი და მარილი. ჩავასხათ საფუარი და ავურიოთ. დავამატოთ კვერცხები და კიდევ ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ გამდნარი, გაციებული კარაქი და არაყი. შემდეგ ცომი ხელით კარგად დავზილოთ, სანამ ხელიდან ადვილად მოცილებას არ დაიწყებს. მიღებულ ცომს გადავაფაროთ თავზე და დავდგათ ასაფუებლად.
აფუებული ცომი ფქვილინ მაგიდაზე გადმოვიღოთ და გავაკეთოთ პატარა ბურთულები. დავტოვოთ კიდევ 10 წუთი.
ღრმა ქვაბში ჩავასხათ ზეთი 2 თიტის სისქეზე და გავაცხელოთ. ცეცხლს დავუწიოთ, ჩავაგდოთ რამოდენიმე ფუნთუშა და შევწვათ ორივე მხრიდან. დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე.
საკონდიტრო შპრიცით შევუყვანოთ გულში ცოტაოდენი ჯემი ან სხვა სასურველი გულსართი




ტეგები:
ფუნთუშა რძე ნანახია: 12380