გახსენით საფუარი თბილ წყალში, დაამატეთ ცოტა შაქარი. დადგით 5-10 წუთი - საფუარი უნდა ამოფუვდეს. გაადნეთ კარაქი, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, ჩილის ფანტელები, დაჭრილი ნიორი.ფქვილს დაამატეთ მარილის ნაწილი და პილპილი. ჩაასხით საფუარი და კარაქი, დაიწყეთ ზელვა. ცომი ადვილად უნდა სცილდებოდეს ჯამის კედლებს და ხელებს, უნდა იყოს, რბილი, ელასტიური და ცოტა მკვრივი.დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად. დაახლოებით 1 საათში უნდა გაორმაგდეს.ღუმელი 230 გრადუსზე გაახურეთ. ცომი ფქვილიან მაგიდაზე გადმოიღეთ, მსუბუქად გადაზილეთ ხელით და მოაგუნდავეთ. ქვაბს ან ღრმა ჯამს, რომელსაც ღუმელში შედგამთ, მოუსვით ცოტა ზეითუნის ზეთი. ჩადეთ ცომის გუნდა და ბასრი დანით ჯვრისებურად ჩაჭერით. ამ ჭრილში ჩაასხით 3 ს.კ ზეითუნის ზეთი, ზემოდანაც მოუსვით, მოაყარეთ მსხვილი მარილი (ზღვის მარილი საუკეთესოა) და წიწაკის ფანტელები.დაახურეთ შესაბამისი თავსახური და აცხვეთ 30 წუთი, შემდეგ ტემპერატურას დაუწიეთ 200 გრადუსზე, თავსახური მოხადეთ და კიდევ 15 წუთი აცხვეთ.პური კარგად ინახება ოტახის ტემპერატურაზე დაახლოებით 3 დღე