კარტოფილის ზრაზები ღვიძლით
კარტოფილის ზრაზები ღვიძლით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ღვიძლი - 500 გ
  • მარილი და პილპილი
  • ფქვილი - 2 ს.კ
  • კვერცხი - 1
  • კარტოფილი - 800 გ
  • ხახვი - 1
  • ზეთი
  • საფანელი
მომზადების წესები
დაჭრილი კარტოფილი მოხარშეთ, გადაწურეთ,აცალეთ, რომ შეშრეს და თბილივე დაჭყლიტეთ. გააგრილეთ, შეურიეთ ფქვილი, მარილი და 1 უმი კვერცხი.

ღვიძია მოხარშეთ, გაატარეთ ხორცსაკეპში, დაამატეთ მოშუშული ხახვი, მარილი, პილპილი

პიურესგან გააკეთეთ კატლეტი, გააბრტყელეთ, გულში ჩაუდეთ ღვიძლი და მოუკარით თავი კატლეტს.

ამოავლეთ საფანელში, დაალაგეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შეწვით 200 გრადუსზე 15 წუთი. მიირთვით არაჟნით


ტეგები:
კარტოფილი ღვიძლი ბოსტნეული ნანახია: 12312