კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ კვერცხი, სოდა, ფქვილი, კაკაო. მიღებული ცომიდან მეოთხედი ნაწილი ცალკე გადავდოთ, დანარჩენი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ ფორმაში. შევდოთ ცომი მაცივარში და მანამდე კრემი მოვამზადოთ. ავთქვიფოთ კრემის ყველა ინგრედიენტი ერთად, დავასხათ ცომზე. შემონახული ცომით გავაკეთოთ პატარა ბურთები და დავალაგოთ კრემზე, მსუბუქად დავაწვეთ, რომ ცოტა ჩაეფლოს. გამოვაცხოთ 40-45 წუთი 180 გრადუსზე