ბადრიჯანი დავჭრათ გრძელ, თხელ ნაჭრებად, და მოვაყაროთ მარილი. ნახევარ საათში ბადრიჯანი გავწუროთ და შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.პამიდორი დავჭრათ ნაჭრებად. მწვანილი და ნიორი წვრილად დავჭრათ, დავამატოთ მაიონეზი და ავურიოთ.ბადრიჯნის თითოეულ ფირფიტას წავუსვათ მაიონეზის თხელი ფენა. დავადოთ პამიდორი, მოვაყაროთ პილპილი და მარილიც თუი საჭიროა. გადავახვიოთ ბადრიჯანი რულეტივით და გადავიტანოთ თეფშზე