სოსის "რძიანის" მობრაწულა
სოსის "რძიანის" მობრაწულა
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
სოსისი "რძიანი" ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებში, განსაკუთრებით კი ბავშვებში, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სოსის "რძიანის" მობრაწულა, შემადგენლობიდან გამომდინარე, საკმაოდ მსუყე კერძია. მასში შემავალი ინგრედიენტების მრავალფეროვნება კერძს განსაკუთრებულ გემოსა
და ელფერს სძენს.

ინგრედიენტები

  • ტაფა
  • კოვზი
  • სახეხი
  • საწური
  • საჭრელი დაფა
  • ქვაბი
  • დანა
საჭირო ჭურჭელი
  • საფანელი
  • მარილი და პილპილი
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • კამა - 1 კონა
  • ნაღები - 200 გ
  • ყველი - 100 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
სოუსი
  • ჩერი პომიდორი - 500 გ
  • ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი - 1 თავი, პატარა ზომის
  • ყაბაყი, საშუალო ზომის - 1 ცალი
  • სტაფილო - 2 ცალი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 2 ცალი
  • ბრინჯი - 1 ჭიქა
  • სოსისი "რძიანი" ნიკორა - 6 ცალი
  • 2 დიდი თასი
  • ცეცხლგამძლე ლანგარი - 25x20სმ
მომზადების წესები


1. მოამზადეთ ინგრედიენტები. 
2. ბრინჯი მოხარშეთ მარილწყალში, გადაავლეთ ცივი წყალი და გადაიტანეთ
საწურზე.
3.   ყვავილოვანი კომბოსტო დაანაწევრეთ პატარა ნაწილებად.
მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბროკოლი.
4. ყაბაყი დაჭერით პატარა ნაჭრებად.
5. ტკბილი წიწაკა გაასუფთავეთ და დაჭერით ნახევარ რგოლებად.
6. სტაფილო და ყველი გახეხეთ სახეხზე.
7. სოსისი "რძიანი" დაჭერით რგოლებად.
8. დაჭრილი ბოსტნეული მოათავსეთ ცხიმიან ტაფაზე და 3-5 წუთის განმავლობაში საშუა-ლო ცეცხლზე შუშეთ.
9. ბოსტნეულს დაუმატეთ დაჭრილი სოსისი და ცოტა ხნით გააჩერეთ ცეცხლზე.
10. მოშუშული ბოსტნეული და სოსისი გადაიტანეთ ღრმა თასში და დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი.
11. კამა და მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად.
12. კვერცხი გათქვიფეთ ღრმა თასში. გათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ ნაღები.
13. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ყველი.
14. სოუსს მოაყარეთ დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი.
15. მომზადებული სოუსი მოასხით ბოსტნეულისა და ბრინჯის მასას. დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი და ფრთხილად აურიეთ.
16. ცეცხლგამძლე ლანგარს წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ საფანელი. შერეული მასა გადაიტანეთ ლანგარზე.
17. ზედაპირი კარგად მოასწორეთ და ზემოდან მოაწყვეთ პამიდორი.
18.  ლანგარს გადააფარეთ ფოლგა და 30 წუთით შედგით წინასწარ 180° ჩ-ზე გახურებულ ღუმელში. შემდეგ მოხსენით ფოლგა და გააჩერეთ ღუმელში 10 წუთით, რომ ზედაპირი მოებრაწოს.

გამოცხობის შემდეგ კერძი ცოტა ხნით გააჩერეთ ღუმელში. სუფრაზე მიიტანეთ პამიდვრის საწებელთან ერთად.


ვარიანტი:  ბრინჯის პუდინგი სოსის "რძიანით"
2 ჭიქა ბრინჯი მოხარშეთ მარილწყალში, გადაავლეთ ცივი წყალი და გაწურეთ საწურზე. 8 ცალი სოსისი დაჭერით რგოლებად. 3 ცალი ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად და მოშუშეთ ზეთში.
4 ცალი კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ და შედგით ცოტა ხნით მაცივარში. გამოიღეთ და შეურიეთ მოხარშულ ბრინჯსა და წვრილად დაჭრილ
1 კონა კამას. ცხიმწასმულ ცეცხლგამძლე ღრმა ლანგარზე მოათავსეთ ბრინჯის მასის ნახევარი, მოასხით მოშუშული ხახვი და გათქვეფილი კვერცხის გული. მოაწყვეთ მრგვალად დაჭრილი სოსისი "რძიანი" და ზემოდან მოაყარეთ ბრინჯის მასის დარჩენილი ნაწილი.
პუდინგს წაუსვით 2 სადილის კოვზი არაჟანი და მოაყარეთ 50 გ გახეხილი ყველი.
20 წუთით შედგით წინასწარ 160° - ზე გახურებულ ღუმელში.