ჩილის გამოაცალეთ თესლები და დაასხით მდუღარე წყალი. დადგით რამდენიმე საათი ან მთელი ღამე. წყალი გადაასხით, ჩილი, ნიორი და პამიდორი დანაყეთ ან დააბლენდერეთ, გაატარეთ საწურში. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ ზეთი, მარილი. 10 წუთი ხარშეთ, შემდეგ დაამატეთ თაფლი. მზა სოუსი გადაიტანეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში. თუ მეტ პამიდორს დაამატებთ, ნაკლებად მწარე გამოვა