1. კარაქი მოათავსეთ პატარა ცეცხლგამძლე თასში, დადგით დაბალ ცეცხლზე,გაადნეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ გაგრილება.2. ხახვი დაჭერით წვრილად.3. ოხრახუში გარეცხეთ და დაჭერით წვრილად4. შაშხი "ბოლერო" დაჭერით პატარა ზომის ოთხკუთხედ ნაჭრებად.5. დაჭრილი შაშხი "ბოლერო", ხახვი და სიმინდის მარცვლები აურიეთ ერთმანეთში.6. შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.7. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი.8. ათქვეფილ კვერცხს შეურიეთ მაწონი და გამდნარი კარაქი.9. ცალკე თასზე გადმოიღეთ ფქვილი და შეურიეთ ფქვილის გამაფხვიერებელი.10. ფქვილის მასა დაუმატეთ კვერცხსა და მაწონს. ცომს მანამ ურიეთ, სანამ არ მიიღებთ არაჟნის სისქის მასას. შეურიეთ დაჭრილი შაშხი და ბოსტნეული.11. შერეული მასა კოვზის დახმარებით გადაიტანეთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან.გამომცხვარი ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან ერთად.შაშხი "ბოლერო" დელიკატესების კატეგორიაში ერთერთი გამორჩეული პროდუქტია. მისი რეცეპტურა ნიკორას ტექნოლოგების მიერ არის შემუშავებული. პროდუქტი დამზადებულია ღორის უცხიმო ხორცისგან.