ავთქვიფოთ კარაქი და შაქრის პუდრა . მიღებულ ფაფუკ მასას დავამატოთ ვანილი, გაცრილი ფქვილი, სოდა, სახამებელი. ცომი უნდა იყოს საკმაოდ რბილი, მაგრამ არა თხევადი. ტაფას დავაფინოთ საცხობი ქაღალდი და კოვზით ან საკონდიტრო ტომრით დავსვათ პატარა ბურთები, 2-2 სმ-ის დაშორებით. ტაფა შევდოთ მაცივარში 1 საათი, შემდეგ გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.გავაციოთ და მივირთვათ