დრო
150წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ზეთი - 2 ს.კ
- ფქვილი - 3-3.5 ჭ
- თბილი წყალი - 250 მლ
- შაქარი - 1 ჩ.კ
- საფუარი - 1 ჩ.კ
- მარილი - 1/2 ჩ.კ
- გახეხილი ყველი გაუდა - 250 გ
მომზადების წესები
წყალში გავხსნათ შაქარი და საფუარი, შემდეგ დავამატოთ მარილი და ფქვილის ნაწილი. ავურიოთ, დავამატოთ ზეთი და 150 გ ყველი.
ნელ-ნელა ვამატოთდარჩენილი ფქვილიც. მოვზილოთ ერთგვაროვანი, პრიალა ცომი. დავდგათ ასაფუებლად სითბოში.
შემდეგ დიდ ტაფას დავაფინოთ ქაღალდი, ცომისგან გავაკეთოთ 12 პატარა გუნდა და დავალაგოთ ერთმანეთისგან მოშორებით. ვაცადოთ 15-20 წუთი, რომ ხელახლა ამოფუვდნენ.
ზემოდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ დარჩენილი ყველი და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი