საფუარი გახსენით თბილ რძეში.ფქვილი გაცერით, დაამატეთ მარილი, შაქარი, გაუკეთეთ ჩაღრმავება და ჩაახალეთ კვერცხები. აქვე ჩაასხით საფუვრიანი რძე და დაიწყეთ ფქვილის სითხეში შერევა თითებით. შემდეგ დაიწყეთ ცომის ზელვა. ცომი უნდა გახდეს ერთგვაროვანი, გლუვი და ადვილად მოშორდეს ხელებს. ამის შემდეგ ცომს უნდა შეურიოთ დაჭრილი კარაქი. ზილეთ დიდხანს, სანამ ცომი პრიალა, ელასტიური არ გახდება. დადგით სითბოში ასაფუებლად. ფუვდება ნელა და დიდხანს. ზომაში ორჯერ უნდა მოიმატოსამის შემდეგ ცომი გადმოიღეთ და 2-3-ჯერ გადაკეცეთ, ისე რომ ხელახლა მიიღოს ბურთის ფორმა, მაგრამ არ დაზილოთ ზედმეტად. გაყავით 2 ნაწილად, თითოეულს კიდევ მოაჭერით ჩოგბურთის ბურთისხელა ცომის გუნდა.2 საშუალო ზომის კექსის ფორმას წაუსვით კარაქი, ჩადეთ ცომის დიდი გუნდა. ფორმა ცომმა ძალიან არ უნდა გაავსოს, რადგან კიდევ ამოფუვდება. ზემოდან მსუბუქად ჩავაღმავოთ თითით და პატარა ცომის გუნდა დავადოთ. დავდგათ ასაფუებლად - ცომმა ფორმა თითქმის უნდა შეავსოს.ღუმელი გაახურეთ 210 გრადუსზე. ამოფუებულ ბრიოშებს გადაუსვით კვერცხის გული, ცოტა წყალთან გახსნილი და შედგით ღუმელში 20 წუთით. შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 180 გრადუსზე და კიდევ 15-20 წუთი აცხვეთ.